ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ნანახია: 152
სრული ინფორმაცია

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის კრებები და კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს.

სოფელ წიფორში, ჭრეშსა და დარბაზში მოსახლეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა და სოფლებში არსებულ საკითხებს ადგილზე გაეცნო.

მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტული საკითხები მიმდინარე წლის ბოლომდე სოფლის პროგრამის მიერ გამოყოფილი თანხითა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."