სრული ინფორმაცია
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის, დმანისის თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა შობის დღესასწაული მოსახლეობას ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრიდან მიულოცეს.
სადღესასწაულო წირვა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
სადღესასწაულო წირვა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
საშობაო ლიტურგიას, ტრადიციულად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ-დეპუტატთან გოგი მეშველიანთან და მრევლთან ერთად დაესწრო.
დავით შერაზადიშვილმა მოსახლეობას ქრისტეს შობა მიულოცა და მათ ბედნიერება უსურვა.