ბოლნისში თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა მიმდინარეობს

ნანახია: 125
სრული ინფორმაცია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, ქალაქ ბოლნისში თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა მიმდინარეობს. სამსართულიანი სასწავლებელი 150 სტუდენტზეა გათვლილი.

✅კოლეჯში მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები;
✅ბიბლიოთეკა;
✅ადმინისტრაციული სივრცე;
✅საკონფერენციო და სადემონსტრაციო დარბაზები;
✅შენობა აღჭურვილი იქნება გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით;
✅შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მოეწყობა პანდუსები, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები;
✅სასწავლებლის ეზოში განთავსდება ღია სპორტული მოედანი, გამწვანებული რეკრეაციული ზონა, ტრენაჟორებით აღჭურვილი სავარჯიშო სივრცე და ავტოსადგომი.

📌სასწავლებელი მსურველებს პირველ ეტაპზე რეგიონის საჭიროებებზე მორგებულ მოკლევადიან და საკვალიფიკაციო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს შესთავაზებს.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."