ბოლნიის მუნიციპალიტეტის მერიამ 2024 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას არ გაითვალისწინა სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციები

ნანახია: 323
სრული ინფორმაცია

ბოლნისის მუნიციპალუიტეტის საკრებულო ხვალ 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტს განიხილავს . 
განხილვამდე კი 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტიდან უკვე თვალსაჩინოა, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგვისას არ გაითვალისწინა   2020-2021 წლის სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში არსებული შენიშვნები, რომელიც  2023 წლის 3 მაისის #24/36 გამოქვეყნდა.
 უფერო მეტიც, არამც თუ  გაითვალისწინა  და შეამცირა იმ ირგანიზაციების დაფინანსება, რომელთა საქმიანობაც აუდიტის დასკვნაში დასაბუთებულად არარელევანტრია, არამედ 2024 წლის ბიუჯეტში ამ უწყებებს  დაფინანსება გაუზარდა. 
მაგალითად ასეთია: სარიტუალო მომსახურებისა და სასაფლაოების მოვლა-შენახვის სამსახური, რომელსაც 2020 -2021 წელს 380 ათასი ლარი მხოლოდ 78-81 თანამშრომლის ხელფასებზე ჰქონდა დახარჯული . შრომიტ ხელშეკრულებებს კი არ ერთვოდა თან სამუსაოს  შესაბამისი აღწერილობა   2024 წლის ბიუჯეტის პროექტში ამ უწყებისთვის 740 ათასი ლარია განსაზღვრული.  
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ოპოზიციურმა დეპუტატებმა ამ საკითხების განხილვის აუცილებლობზე აქცენტი ოფიციალურ წერილშიც გააკეთეს, რომელითაც საკრებულოს თავმჯდომარეს თამაზ ჟორჯოლიანს 20 ნოემბერს მიმართეს. დეპუტატები ამბობენ , რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, თითქმის ნახევარი მილიონი ლარი  არარაცონალურრად იხარჯება.
ამასთანავე, წერილში ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ფრაქცია ,,ერთიანმა ნაციონალური მოძრაობა"  წერს,  რომ  აუცილებელია საკრებულომ ყურადღება გაამახვილოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შ.პ.ს. და ა(ა)ი -ების საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად ხარჯვაზე. არცერთ დაწესებულებას, ოპოზიციური დეპუტატების  არაერთგზის წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად,  არ აქვს წარმოდგენილი ანგარიში. 
,,მეტიც, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, 2023 წლის 3 მაისის #24/36 გამოქვეყნებული დასკვნის შედეგად, დაფიქსირდა უმძიმესი დარღვევები რომლებზეც არ მომხდარა რეაგირება.აღნიშნულ ორგანიზაციებს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად ეზრდებათ დაფინანსება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიმართ გულგრილ და დანაშაულებრივ დამოკიდებულებას.."- წერია ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ საკრებულოსთვის წარდგენილ წერილში . 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 32800,0 ლარით განისაზღვრა სუბსიდირებული თანხების გარეშე.

იხილეთ 2023 წელს გამოქვეყნებული სახელმწიფო აუდიტის დასკვნა 

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."