დავით შერაზადიშვილმა გერმანული საქველმოქმედო ასოციაციის Museion Weimar e.V. წევრებთან შეხვედრა გამართა

ნანახია: 198
სრული ინფორმაცია

ქალაქ ვაიმარში დაფუძნებული საქველმოქმედო ასოციაციის Museion Weimar e.V. წევრები „საქართველოს ქალთა საბჭოს“ ინიციატივით, ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან. „ბოლნისის კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით ისინი ბოლნისის მუნიციპალიტეტსაც ეწვივნენ. ასოციაციის წევრებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა უმასპინძლა და მათთან შეხვედრა გამართა.

ვიზიტის ფარგლებში, მერთან შეხვედრის შემდეგ, გერმანელმა სტუმრებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მდებარე ისტორიული ძეგლები მოინახულეს და „ბოლნისის კულტურის ცენტრში“ დაესწრნენ ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა და ხელოვანებმა მიიღეს.

საქველმოქმედო ასოციაცია Museion Weimar e.V ქალაქ ვაიმარში 2007 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი სხვა ქვეყნებთან კულტურული კავშირების დამყარებაა.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."