ბაგა-ბაღების გაერთიანების 2800-ზე მეტი თანამშრომელი ოცდაათზე მეტი დასახელების სამედიცინო გამოკვლევებსა და კონსულტაციებს უფასოდ მიიღებს

ნანახია: 238
სრული ინფორმაცია

გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით ქვემო ქართლში, ბაგა-ბაღების გაერთიანების 2800-ზე მეტი თანამშრომელი ოცდაათზე მეტი დასახელების სამედიცინო გამოკვლევებსა და კონსულტაციებს უფასოდ მიიღებს.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, რეგიონში ოპერირებად სამედიცინო კლინიკებსა და ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის, თეთრიწყაროს, მარნეულის, რუსთავისა და წალკის მუნიციპალიტეტებში არსებული საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლები, სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილ, წინასწარ განსაზღვრული კვლევებისა და კონსულტაციების უფასოდ მიღებას შეძლებენ.

მემორანდუმს ხელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და „ბოლნისის ცენტრალურის კლინიკის“ წარმომადგენელმა შალვა უშიკიშვილმა მოაწერეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბენეფიციარები, მემორანდუმის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურების მიღებას მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე „ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში“ შეძლებენ.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."