ევროკავშირის მხარდაჭერით, ქალაქ ბოლნისში მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართა

ნანახია: 255
სრული ინფორმაცია

ევროკავშირის მხარდაჭერით, ქალაქ ბოლნისში მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართა

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ბოლნისის მუზეუმში მოხალისეობის რეგიონული ფორუმი მოეწყო.

ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო პანელური დისკუსია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდს“ შორის კი მემორანდუმის გაგრძელებას მოეწერა ხელი. მემორანდუმს ხელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ბუბა გობეჯიშვილმა მოაწერა.

ფორუმის მიზანს მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდული საბჭოების როლის და საქმიანობის პოპულარიზაცია და მოსახლეობაში რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა წარმოადგენდა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."