" />

პროექტის „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ ფარგლებში კაზრეთის ახალგაზრდებმა კინო ჩვენება და განხილვა მოაწყვეს

ნანახია: 118
სრული ინფორმაცია

24 ნოემბერს, „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ პროექტის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაბა კაზრეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა გააცნეს დამსწრე საზოგადოებას ის ახალგაზრდული შესაძლებლობები, რომლებიც პროექტის ფარგლებში გაკეთდა კაზრეთის თემში.

 „ქეა კავკასია“ თავის პარტნიორ ორგანიზაცია „თანხმობასთან“ ერთად უკვე ორი წელია აქტიურად მუშაობას აქ მცხოვრებ ახალგაზრდებთან, რათა მხარი დაუჭირონ მათ გაძლიერებას, განვითარებას და ხელი შეუწყონ მშვიდობიანი და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას.

პროექტის დასაწყისში ახალგაზრდებმა თავადვე მოიკვლიეს თემში არსებული პრობლემები და აქტიურად ჩაერთვნენ სამოქმედო გეგმების შემუშავებაში, რომლებიც დაეხმარებოდა მათ ეპასუხათ არსებული გამოწვევებისთვის. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ახალგაზრდული სივრცის ნაკლებობა აღმოჩნდა. ახალგაზრდებს სურდათ ჰქონოდათ ადგილი, სადაც შეიკრიბებოდნენ, გაცვლიდნენ იდეებს, დასახავდნენ სამომავლო გეგმებს, ჩაატარებდნენ სხავდასხვა თამაშებს და გააერთიანებდნენ კაზრეთში მცხოვრებ ახალგაზრდას. 

სწორედ ამიტომ, როდესაც ახალგაზრდულმა პროექტმა საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, ახალგაზრდების ერთ-ერთი საგრანტო იდეაც ახალგაზრდული სივრცე იყო. აღნიშნული სივრცე, კაზრეთის N2 საჯარო სკოლის თანადაფინანსებით შეიქმნა ამავე სკოლაში. აქ მოსული ახალგაზრდები შეძლებენ ერთამანეთთან ჯანსაღ ურთიერთობას, ჩაატარებენ ფილმის ჩვენებებს, ინტელექტუალურ და გასართობ თამაშებს, გაცვლიან იდეებს და იმსჯელებენ სხავდასხვა, მათთვის მნიშვნელოვან თემებზე.

გარდა ამისა, დაბა კაზრეთის ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნა არაფორმალური განათლების მიღება. მათთვის საინტერესოა ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც მათ ინტეგრაციასა და პიროვნულ განვითარებას შეუწყობს ხელს. საჭირობების კვლევამ ცხადჰყო რომ ახალგაზრდებს არ აქვთ შესაბამისი რესურსები, რომ ჩაერთონ აქტიურ ცხოვრებაში და მონაწილეობა მიიღონ სხავდასხვა არაფორმალურ აქტივობებში. შესაბამისად, ახალგაზრდული პროექტის საგრანტო კონკურსში ამ მიმართულებითაც დაფინანსდა ახალგაზრდული იდეები, კერძოდ „კინო კლუბი“, „ფრენბურთი გოგოებისთვის“ და „სამაგიდო თამაშების კლუბი“.

„კინო კლუბის“ პროექტის წევრმა ახალგაზრდებმა სწორედ დღეს ჩაატარეს პირველი ჩვენება, რასაც ფილმის განხილვაც მოჰყვა. ახალგაზრდები გეგმავენ მომავალშიც ჩაატარონ მსგავსი ფილმის ჩვენებები, ზაფხულში კი საზაფხულო კინო-თეატრს მოაწყობენ და კაზრეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს გაუმრავალფეროვნებენ ყოველდღიურობას. ამის გარდა, ფილმის ჩვენებებთან ერთად იმსჯელებენ ბევრ საინტერესო თემაზე, მათ შორის: თემში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, ტოლერანტობა და თანასწორობა, მშვიდობა და უსაფრთხოება და ა.შ.

პროექტი „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტს ახორციელებენ ქეა კავკასია და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ერთიანი, მშვიდობიანი, ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას. პროექტი კვლავ აგრძელებს ახალგაზრდების მხარდაჭერას და გაძლიერებას. იგეგმება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრები, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ გაუზიარონ მათი პრობლემები და იმსჯელონ გადაჭრის გზებზე. ქეა კავკასია კი აქტიურად განაგრძობს ახალგაზრდების მხარდაჭერას საგრანტო კონკურსის პროექტების განხორციელებაში.

 


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."