,,თუ რიგის დაცვით აფთიაქთან შეიძლება დგომა, რატომ არ შეიძლება ეს რიგი თეატრთან დავიცვათ და მივიღოთ სულიერი საზრდო?"- კობა ჟღენტი

ნანახია: 1 237
სრული ინფორმაცია

,,რომც მოგვეცეს კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ამოქმედების საშუალება, მინიმუმ ერთი წელი დასჭირდებათ ანსამბლებს, რომ ძველ რიტმს, ფორმას დაუბრუნდნენ. ვერ ვხვდები რა მიდგომაა, თუ აფთიაქთან შეიძლება რიგის დაცვა, რადტომ არ შეიძლება თეატრთან? შესაძლოა ვინმესთვის ბიოლოგიურ გადარჩენას და შიმშილის გადალახვას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სულიერისას. კულტურა სულიერი საზრდოა და დღეს კულტურა განადგურების პირასაა", - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა კობა ჟღენტმა რადიო ვივი-ს გადაცემაში ,,ამბები დილიდან".

მისივე თქმით, წარმოუდგენელი ზიანი ადგება არა მხოლოდ კულტურას, არამედ განათლებას და იმის თქმა, რომ დღეს განათლების სამინისტრო მშობლებს აძლევს საშუალებას გადაწყვიტოს ონლაინ ურჩევნიათ სწავლის პროცესის წარმართვა თუ ფიზიკურად, არის გამოწვევა და მინიშნება, რომ ყველა ცოცხალი ორგანო დიდი ხნით გადავიდეს ვირტუალურ სივრცეში.

გადაცემა ,,ამბები დილიდან" დღეს პირდაპირ ეთერში თემით, კულტურა და ,,კოვიდ 19" გაიხსნა, სადაც გადაცემის სტუმრებმა იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც კოვიდ 19-ის გამო შეექმნა კულტურას მსოფლიოში, საქართველოში და რეგიონში.

გადაცემა ,,ამბები დილიდან" რადიო ვივი-ს ეთერშია  ყოველ  შაბათსა და კვირას დილის 10-დან 11-მდე პირდაპირ ეთერში გადაიცემა აქტუაკური თემებითა და საინტერესო სტუმრებთან ერთად.



    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."