თინა ბოკუჩავა - ივანიშვილის რეჟიმი არ აპირებს ევროკომისიის პირობების შესრულებას, უვიზო რეჟიმის დაკარგვის საფრთხე რეალურია - ვმუშაობთ „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნებთან, რათა ზეწოლის გზები მოიძებნოს ისე, რომ მოქალაქეები არ დაზარალდნენ

ნანახია: 99
სრული ინფორმაცია

ივანიშვილის რეჟიმი არ აპირებს ევროკომისიის პირობების შესრულებას, უვიზო რეჟიმის დაკარგვის საფრთხე რეალურია, ამიტომ ვმუშაობთ „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნებთან, რათა ზეწოლის გზები მოიძებნოს ისე, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაზარალდნენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, უმთავრესი ამოცანაა შიდა წნეხის გაძლიერებასთან ერთად, მოიძებნოს გარე წნეხის იმგვარი ფორმა, სადაც საქართველოს მოქალაქეები არ დაზიანდებიან.

„არანაირი პირობების შესრულებას ივანიშვილის რეჟიმი არ აპირებს, რომელიც ევროკომისიამ წაუყენა. ეს არის უტოპიური და შესაბამისად, ამაზე კონცენტრირება არის სრულიად გაუმართლებელი. უვიზო რეჟიმის დაკარგვის საფრთხე არის სრულიად რეალური. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, განსაკუთრებით „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნებთან - გერმანია,
საფრანგეთი, პოლონეთი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ეს სიკეთე არ დაკარგონ და სხვა გამოსავალი მოვძებნოთ ივანიშვილის რეჟიმზე ზეწოლისთვის. ეს არის დღეს ჩვენი უმთავრესი ამოცანა - შიდა წნეხის გაძლიერებასთან ერთად, რომ მოიძებნოს გარე წნეხის იმგვარი ფორმა, სადაც საქართველოს მოქალაქეები არ ზიანდებიან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."