საგამოძიებო კომისია ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძესა და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს

ნანახია: 117
სრული ინფორმაცია

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას, ასევე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ კომისიის სხდომაზე განმეორებით გამოკითხვაზე უარის გამო, პროკურატურას მეორედ მიმართავს.

შესაბამისი გადაწყვეტილება კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ პოლიტიკოსების უარის გამო, დაეკმაყოფილებინათ კომისიის მოთხოვნა დღევანდელ სხდომაზე პენიტენციური დაწესებულებიდან ჩართვასთან დაკავშირებით, საქმე გადაიგზავნოს შემდგომი შეფასებისა და რეაგირებისთვის პროკურატურაში.

ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 30 ივნისის სხდომაზე პენიტენციური დაწესებულებიდან დაგეგმილი იყო დაკავებული პოლიტიკოსების გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის განმეორებით გამოკითხვა, რაზეც სამივე მათგანმა უარი წერილობით განაცხადა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 24 ივნისს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

ვაშაძე პარტიის ოფისში დააკავეს. ამავე ბრალდებით, 23 ივნისს დააკავეს „ძლიერი საქართველოს" ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა და აუკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. 13 ივნისს კი დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."