Главная > საზოგადოება > არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს


21-03-2021, 13:00. Разместил: mariko

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„საქართველოს პარლამენტის სახელით, ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ვულოცავ ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს!

ჩვენ ერთი სამშობლო და თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს.

გილოცავთ გაზაფხულის, იმედის და განახლების დღესასწაულს! ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს გისურვებთ!”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს


Вернуться назад