RadioWW / » სიახლეები » საზოგადოება » არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს
სრული ინფორმაცია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„საქართველოს პარლამენტის სახელით, ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ვულოცავ ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს!
ჩვენ ერთი სამშობლო და თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს.
გილოცავთ გაზაფხულის, იმედის და განახლების დღესასწაულს! ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს გისურვებთ!”, - ნათქვამია ინფორმაციაში.