Главная > საზოგადოება > გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე წასასვლელად საქართველოს 53 897 მოქალაქე დარეგისტრირდა
გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე წასასვლელად საქართველოს 53 897 მოქალაქე დარეგისტრირდა17-02-2021, 14:31. Разместил: mariko |
გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე წასასვლელი სააპლიკაციო ფორმა ორ დღეში საქართველოს 53 897 მოქალაქემ შეავსო, აქედან 18 776-მა - ბოლო 24 საათში. ინფორმაცია ტაბულას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში მიაწოდეს. საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე მსურველთა რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები 1-ელი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში სპეციალურ პორტალზე. დასაქმების ხელმშემწყობი სააგენტოს ცნობით, დამსაქმებელი ვალდებულია, სეზონური მუშაკი უზრუნველყოს შესაფერისი საცხოვრებელი ბინით. ეს ხარჯები არ იქვითება ხელფასიდან. კონკრეტული სამუშაოს შეთავაზებისას მიგრანტისთვის ცნობილი იქნება, თუ ვინ ფარავს განთავსების ხარჯებს (მომუშავე თუ დამსაქმებელი). ასევე, სამუშაო ადგილზე საკვებით უზრუნველყოფის საკითხი დამსაქმებლის გადასაწყვეტია. იგი აისახება კონკრეტული სამუშაოს შეთავაზებისას და მხარეთა შეთანხმების საგანს წარმოადგენს. სამუშაო შეთავაზების მიღებამდე, სეზონური მუშაკისთვის ცნობილი გახდება - მგზავრობის ხარჯებს დამსაქმებელი დაფარავს თუ თავად. გერმანიაში დროებითი ლეგალური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ვებ-გვერდზე: workabroad.moh.gov.ge. დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო სააგენტომ რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქცია გამოაქვეყნა. დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
წყარო: ტაბულა Вернуться назад |