Главная > პოლიტიკა > NDI: სასამართლოების საქმიანობას მოსახლეობის 29% ცუდად აფასებს

NDI: სასამართლოების საქმიანობას მოსახლეობის 29% ცუდად აფასებს


25-01-2021, 13:15. Разместил: mariko

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს საქმიანობა დადებითად შეაფასა ქართული ოცნების მხარდამჭერთა 27%-მა, ხოლო, ოპოზიციის მხარდამჭერებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3%-ია.

სასამართლოს საქმიანობას უარყოფითად აფასებს მმართველი პარტიის მხარდამჭერთა 8%, ხოლო ოპოზიციის მხარდამჭერებში იგივე განწყობა 58%-ს აქვს.

კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1%-ია. NDI-ში განმარტავენ, რომ ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს


Вернуться назад