სრული ინფორმაცია
აღსანიშნავია, რომ სასამართლოს საქმიანობა დადებითად შეაფასა ქართული ოცნების მხარდამჭერთა 27%-მა, ხოლო, ოპოზიციის მხარდამჭერებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3%-ია.
სასამართლოს საქმიანობას უარყოფითად აფასებს მმართველი პარტიის მხარდამჭერთა 8%, ხოლო ოპოზიციის მხარდამჭერებში იგივე განწყობა 58%-ს აქვს.
კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1%-ია. NDI-ში განმარტავენ, რომ ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს