Главная > სიახლეები / ეკონომიკა > საქართველოს ტოპ-10 ყველაზე მსხვილი ინვესტორი კომპანია

საქართველოს ტოპ-10 ყველაზე მსხვილი ინვესტორი კომპანია


9-09-2023, 14:20. Разместил: mariko

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის მე-2 კვარტალში 505.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მე-2 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 29.9 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„ბიზნესპრესნიუსმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელ 10 კომპანიაში განხორციელდა ყველაზე მეტი ინვესტიცია მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში.

გთავაზობთ, საწარმოების ჩამონათვალს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალი რიგითობის მიხედვით არაა დალაგებული:

სს „ენერგო - პრო ჯორჯია“;

შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“;

შპს „ენკა რინიუებლზ“;

სს „საქართველოს კაპიტალი“;

შპს „ატლას ჰოლდინგსი“;

შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ“;

სს „ბიჯეო ჯგუფი“;

სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“;

სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“;

შპს „ექსელუს ჰოლდინგსი“.


Вернуться назад