სრული ინფორმაცია
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის მე-2 კვარტალში 505.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მე-2 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 29.9 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„ბიზნესპრესნიუსმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელ 10 კომპანიაში განხორციელდა ყველაზე მეტი ინვესტიცია მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში.
გთავაზობთ, საწარმოების ჩამონათვალს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალი რიგითობის მიხედვით არაა დალაგებული:
სს „ენერგო - პრო ჯორჯია“;
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“;
შპს „ენკა რინიუებლზ“;
სს „საქართველოს კაპიტალი“;
შპს „ატლას ჰოლდინგსი“;
შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ“;
სს „ბიჯეო ჯგუფი“;
სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“;
სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“;
შპს „ექსელუს ჰოლდინგსი“.
წყარო: BPN