Главная > სიახლეები / პოლიტიკა > თბილისში საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების მხარდასაჭერად მსვლელობა მიმდინარეობს

თბილისში საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების მხარდასაჭერად მსვლელობა მიმდინარეობს


27-09-2022, 20:57. Разместил: mariko

საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების მხარდასაჭერად “ევროპული საქართველოსა” და სხვადასხვა ორგანიზაციის ორგანიზებით, რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტამდე მსვლელობა მიმდინარეობს.

მსვლელობის მონაწილეებს ქართული და უკრაინული წარწერით ბანერი აქვთ გაშლილი: “ ბოროტსა სძლია კეთილმან - არსება მისი გრძელია”.მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: “დიდება გმირებს!” , “საქართველოს გაუმარჯოს!”.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მსვლელობა პარლამენტთან აქციით დასრულდება.

“27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. 29 წლის წინ რუსეთმა საქართველოს - აფხაზეთი, ათასობით ქართველს კი სიცოცხლე წაართვა.

გენოციდს გამოქცეული ასიათასობით ადამიანი ისევ დევნილია და სახლში ვერ მიდის.

დღეს, უკრაინელების თავგანწირვამ შექმნა ისტორიული შანსი, რომ რუსეთი დამარცხდეს და პოლიტიკურად შეუძლებელი, პოლიტიკურად გარდაუვლად იქცეს - ქართველები შინ დავბრუნდეთ”,- აცხადებენ ორგანიზატორები.


თბილისში საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების მხარდასაჭერად მსვლელობა მიმდინარეობს


Вернуться назад