Главная > Fb სტატუსი > ოთარ აბესაძე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე: "არ დაიჯეროთ! ციფრებით ჟონგლიორობენ!"
ოთარ აბესაძე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე: "არ დაიჯეროთ! ციფრებით ჟონგლიორობენ!"2-06-2021, 15:16. Разместил: mariko |
"არ დაიჯეროთ! ციფრებით ჟონგლიორობენ!" - ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ აბესაძე საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე წერს. აღნიშნულით ის, საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მშპ-სა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს ეხმაურება. "რადიო WW" ოთარ აბესაძის პოსტს უცვლელად გთვაზობთ: "არ დაიჯეროთ! ციფრებით ჟონგლიორობენ! - საქსტატის ოფიციალური მონაცემებით 2021 წლის აპრილში გვაქვს 44.8%-იანი მშპ-ს ზრდა. ასევე, 2021 წლის იანვარი - აპრილი 8.1%-ანი ეკონომიკის ზრდა. ამ ამბავს დიდი ზარ-ზეიმით გახარებენ და არ დაიჯეროთ‼️ რეალურად ეს მონაცემი არის შედარება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან, ანუ პანდემიის დასაწყისთან და სრულ ლოკდაუნთან, როდესაც ეკონომიკური ვარდნა გვქონდა 16.9 %‼️ საბაზისო (შესადარებელი პერიოდი) უნდა იყოს 2019 წელი, რომელთან შედარებითაც: 1. მოსახლეობას ცხოვრება გაუძვირდა 40%-ით. 2. სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა დამატებით 70 000 ადამიანზე მეტი. 3. მოსახლეობას შეუმცირდა შემოსავალი საშუალოდ 30%-ით. 4. ლარი გაუფასურების რეკორდზე გავიდა. 5. სამომხმარებლო კალათაზე, სურსათზე, საწვავზე და ძირითად მომსახურებასა და საქონელზე ფასებმა მოიმატა საშუალოდ 40%-ით. P.S. არ დაუჯეროთ არავის, გამოაღეთ მაცივრის კარი, გადაავლეთ თვალი უახლოეს სუპერმარკეტში სურსათის ფასებს, გადათვალეთ ბოლო 1 წლის განმავლობაში თქვენი შემოსავალი, დააკვირდით საწვავის და ვალუტის კურსის ტაბლოებს და შემდეგ შეიგრძენით 44.6% - იანი ეკონომიკური ზრდა",- წერს აბესაძე. Вернуться назад |