ოთარ აბესაძე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე: "არ დაიჯეროთ! ციფრებით ჟონგლიორობენ!"

ნანახია: 489
სრული ინფორმაცია

"არ დაიჯეროთ! ციფრებით ჟონგლიორობენ!" - ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ აბესაძე საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე წერს.

აღნიშნულით ის, საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მშპ-სა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს ეხმაურება.

"რადიო WW" ოთარ აბესაძის პოსტს უცვლელად გთვაზობთ:

"არ დაიჯეროთ! ციფრებით ჟონგლიორობენ! - საქსტატის ოფიციალური მონაცემებით 2021 წლის აპრილში გვაქვს 44.8%-იანი მშპ-ს ზრდა. ასევე, 2021 წლის იანვარი - აპრილი 8.1%-ანი ეკონომიკის ზრდა. ამ ამბავს დიდი ზარ-ზეიმით გახარებენ და არ დაიჯეროთ‼️


რეალურად ეს მონაცემი არის შედარება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან, ანუ პანდემიის დასაწყისთან და სრულ ლოკდაუნთან, როდესაც ეკონომიკური ვარდნა გვქონდა 16.9 %‼️ საბაზისო (შესადარებელი პერიოდი) უნდა იყოს 2019 წელი, რომელთან შედარებითაც:


1. მოსახლეობას ცხოვრება გაუძვირდა 40%-ით.


2. სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა დამატებით 70 000 ადამიანზე მეტი.


3. მოსახლეობას შეუმცირდა შემოსავალი საშუალოდ 30%-ით.


4. ლარი გაუფასურების რეკორდზე გავიდა.


5. სამომხმარებლო კალათაზე, სურსათზე, საწვავზე და ძირითად მომსახურებასა და საქონელზე ფასებმა მოიმატა საშუალოდ 40%-ით.


P.S. არ დაუჯეროთ არავის, გამოაღეთ მაცივრის კარი, გადაავლეთ თვალი უახლოეს სუპერმარკეტში სურსათის ფასებს, გადათვალეთ ბოლო 1 წლის განმავლობაში თქვენი შემოსავალი, დააკვირდით საწვავის და ვალუტის კურსის ტაბლოებს და შემდეგ შეიგრძენით 44.6% - იანი ეკონომიკური ზრდა",- წერს აბესაძე.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."