Главная > კოვიდ 19 / სიახლეები > „ევროპის წამლის სააგენტომ“ (EMA) AstraZeneca-ს ვაქცინაზე წინასწარი მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა
„ევროპის წამლის სააგენტომ“ (EMA) AstraZeneca-ს ვაქცინაზე წინასწარი მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა18-03-2021, 23:43. Разместил: mariko |
„ევროპის წამლის სააგენტომ“ (EMA) AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის თაობაზე წინასწარი მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სააგენტოს შესაბამისმა კომიტეტმა დაადგინა: 1.ვაქცინის სარგებელი კორონავირუსის ფართოდ გავრცელებულ საფრთხესთან ბრძოლაში კვლავ აჭარბებს გვერდითი ეფექტების რისკს. მოკვლევა „ევროპის წამლის სააგენტოს“ იმ კომიტეტმა ჩაატარა, რომლებიც მედიკამენტების უსაფრთხოების საკითხების შეფასებაზეა პასუხისმგებელი. მანამდე, სააგენტოს წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“. როგორც BBC წერს, ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ დაადგინა, რომ ვაქცინა ”არ ასოცირდება” თრომბის მაღალ რისკთან, თუმცა ის ვაქცინასა და სისხლის შედედების იშვიათ შემთხვევებს შორის შესაძლო კავშირის შესწავლას განაგრძობს. „ეს არის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა. მისი სარგებელი კორონავირუსის წინააღმდეგ ადამიანების დაცვის მხრივ აჭარბებს შესალო რისკებს“, - განაცხადა სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ემერ ქუქმა პრესკონფერენციაზე. Вернуться назад |