Главная > ბოლნისი / Fb სტატუსი / კულტურა > ანსამბლი ,,ბოლნელი" 30 წლიან მოღვაწეობას წყვეტს
ანსამბლი ,,ბოლნელი" 30 წლიან მოღვაწეობას წყვეტს15-02-2021, 12:01. Разместил: mariko |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ბოლნელი" შემოქმედებით მოღვაწეობას წყვეტს, - ამის შესახებ ანსამბლის მთავრმა ქორეოგრაფმა და ხელმძღვანელმა კობა ჟღენტმა ინფორმაცია საკუთარ ფეისბუქის გვერდზე დაწერა. ,,ბოდიში მინდა მოუხადო ჩემს აღსაზრდელებს, მათ ოჯახებს, რომ ქორეოგრაფიული სკოლა - სტუდია "ბოლნელი" ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს და ვერ პასუხობს იმ სასიხარულო განწყობას, რაც შექმნილია ბავშვებში სახელოვნებო წრეების გახსნით და ვერ იწყებს მიმდინარე წლის 15 თებერვლიდანაც კი სასწავლო - შემოქმედებით პროცესს, თუმცა ბევრმა ეს 1 თებერვლიდანაც კი შეძლო. როგორც დრომ აჩვენა ქორეოგრაფიული სკოლა - სტუდიამ "ბოლნელი" თავისი მშობლიური დარბაზიდან წამოსვლის შემდეგ, მომთაბარე ცხოვრება განვლო და ვერ ეწევა მისთვის ჩვეულ მშვიდ და სტაბილურ სასწავლო - შემოქმედებით მოღვაწეობას, ეს არ არის პანდემიით გამოწვეული სიტუაციით, ეს მხოლოდ ემატება იმ დიდ პრობლემას, რაც სპეციფიკური შენობის უქონლობითაა გამოწვეული და კიდევ უფრო დრამატულს ხდის "ბოლნელის" მდგომარეობას. მე, როგორც პედაგოგს მცხვენია და ბოდიშს მოგიხდით შექმნილი სიტუაციის გამო, რაც გამოწვეულია ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. მოგმართავთ, რადგან ამ ყველაფერმა მიიღო ჩვეული ხასიათი, პატივცემულო ბავშვებო და მშობლებო შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება მიაკითხოთ კულტურის სახლის ცეკვის სტუდიებს და იქ ეზიაროთ ქორეოგრაფიულ ცოდნას, თუ ეს თქვენთვის მაინცდამაინც მნიშვნელოვანია, ხოლო საკონცერტო ჯგუფის წევრებს ვთხოვ როდესაც შეგატყობინებთ დათქმულ დღეს ჩააბაროთ საკონცერტო კოსტუმები ანსამბლის "ბოლნელი" გარდერობს... წარმატებებს და წინსვლას გისურვებთ ბავშვებოოოოოოო..", - წერს კობა ჟღენტი. Вернуться назад |