Главная > ბოლნისი / სიახლეები > 13-დან - 43%-მდე და 55 -ე ადგილიდან 15-ე ადგილამდე - ბოლნისის მუნიციპალიტეტმა თვითმმართველობის ინდექსი გაიუმჯობესა

13-დან - 43%-მდე და 55 -ე ადგილიდან 15-ე ადგილამდე - ბოლნისის მუნიციპალიტეტმა თვითმმართველობის ინდექსი გაიუმჯობესა


30-11-2023, 17:30. Разместил: mariko

2023 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შედეგების მიხედვით, ბოლნისი 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 30%-ით დაწინაურდა და გამჭვირვალობის ინდექსით ქვემო ქართლში მოწინავე მუნიციპალიტეტი გახდა 43%- იანი ნიშნულით.

64 მუნიციპალიტეტს შორის ბოლნისი მე- 15 ადგილზეა, თუმცა კვლავინდებურად დაბალია ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეიტინგი.

მაღალია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინდექსი მუნიციპალიტეტის წლიური ანგარიშების გასაჯაროვებასა და საზოგადოებისთვის წარდგენაში. მერიას 100%- იანი ნიშნული აქვს მინიჭებული მაშინ, როცა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნიშნულების მოდუში 0% უწერია.


შედარებით დაბალია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინდექსი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და 64 მუნიციპალიტეტს შორის მე 15 პოზიციაზეა. ბოლნისმა 2021 წლის მონაცემებთან შედარებით, რეიტინგი 28%-ით გაიმყარა და 46%იან ნიშნულზე გაჩერდა თუმცა, ბოლნისის უნიციპალიტეტის საკრებულო აქაც მოიკოჭლებს და 33%-იან ნიშნულს სჯერდება. უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის მონაცემებთან შედარებით საკრებულოსთვის ეს ნიშნული დიდი გამარჯვებაა , რადგან 2021 წელს 5%-იან ნიშნულზე იდგა.


ზოგადად თვითმმართველობის ინდექსით ბოლნისის მუნიციპალიტეტი 2021 წელს 13%-ზე იდგა და რეიტინგში 55-ე ადგილს იკავებდა.

2023 წლის შედეგით თვითმმართველობის ინდექსს 5 მოწინავე მუნიციპალიტეტი ჰყავს : ფოთი, ამბროლაური, ლაგოდეხი მესტია და ონი, თუმცა ბოლნისი უსწრებს დედაქალაქს , ქუთაისს, გორს, რუსთავსა და მცხეთას.

ინდექსი წარმოადგენს საქართველოს მუნიციპალიტეტების შეფასების ინსტრუმენტს, რომელიც განსაზღვრული კრიტერიუმებით აფასებს მუნიციპალიტეტში ღიაობისა და გამჭვირვალობის, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების, ელექტრონული მმართველობის, მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხს.


Вернуться назад