Главная > სალომეს ბლოგი > ყველაფერი ინფორმაციიდან იწყება, გაცნობიერებით გრძელდება და მოქმედებით გვირგვინდება
ყველაფერი ინფორმაციიდან იწყება, გაცნობიერებით გრძელდება და მოქმედებით გვირგვინდება8-03-2022, 11:47. Разместил: XSETUS |
სალომე აბულაძე, კაზრეთი მე სალომე აბულაძე ვარ , ჟურნალისტი კაზრეთიდან. კაზრეთი უცილობლად უნდა მეხსენებინა, რადგან უკვე მეოთხე წელია, დაბის მცხოვრებნი წყლის შეზღუდული რაოდენობით სარგებლობენ: წყალი დილით და წყალი საღამოს. არ გეგონოთ, ამ ტექსტის დაწერის მიზანი ჩივილი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივებში, მათ შორის - ჩემში, პროტესტის გრძნობას იწვევს ისეთი რესურსის ლიმიტირებული რაოდენობა, როგორიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყალია, ვეცადე პოზიტიურად შემეფასებინა მოცემულობა და აი ისიც ; თუმცა მანამდე მცირე შესავლით უნდა გაგაცნოთ ისტორია, თუ როდიდან იწყება ფიქრი დედამიწაზე, როგორც პლანეტაზე, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ,როგორც დასაწყისი, ისე დასასრული. XIX-XX საუკუნეები კაცობრიობისთვის გამორჩეულია. რატომ? დაიწყო ცხოვრების ახლებური წესით გარდაქმნა - მოხდა ინდუსტრიული რევოლუცია, რასაც ჩვენ მარტივად სამანქანო წარმოებაზე გადასვლას ვუწოდებთ. ანუ თუ აქამდე ხელით მუშაობდი, ახლა უკვე შენს საქმეს მექანიკური დანადგარი ასრულებს. ამ მოვლენამ გავლენა მოახდინა საზოგადობაზე, ეკონომიკაზე და მათ შორის - ბუნებაზეც. რიგმა გამონაბოლქვმა საწარმოებიდან თუ სუპერპოპულარული მანქანებიდან ატმოსფეროს ტემპერატურის ზრდა გამოიწვია.
ზემოთხსენებული ფაქტები უფრო ინფორმაციულ დატვირთვას ატარებდა, რადგან მინდა ჩემმა მსმენელმა მეტ-ნაკლებად ზედმიწევნით იცოდეს, თუ რასთან გამკლავება გვიწევს ჩვენ და ჩვენს ბუნებრივ საცხოვრებელს - დედამიწას. ჩემი მონოლოგი წყლით გავხსენი და წყალსვე მივუბრუნდები კლიმატის ცვლილებამ, გინდ გლობალური დათბობა უწოდეთ, წყლის წრებრუნვა საგრძნობლად შეცვალა: ანუ იმაზე ბევრად მეტი წყალი ორთქლდება ბუნებაში, ვიდრე ეს აქამდე, ადამიანის ჩარევამდე იყო. ამის ნათელი მაგალითი ლისის ტბის დაშრობაა. ვაღიაროთ, კლიმატის ცვლილება ერთადერთი არა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორი იყო, რამაც ამ, რეკრეაციულ ზონაზე უარყოფითად იმოქმედა.
მიუხედავად იმისა, რომ არც პროფესიონალი ვარ გარემოს დაცვის საკითხებში და არც ბუნების დაცვის აქტივისტი, სენის კონკურსის საშუალებით საკმაოდ ბევრი გავიგე კლიმატის ცვლილების საკითხის შესახებ. ბედნიერება მომანიჭა ფაქტმა, რომ მე, გოგონამ, რომლის ხმაც შეიძლება მთელ მსოფლიოს სულაც არ ესმის, ჩემი კეთილი ქმედებით შემიძლია არ დავაზიანო მაინც ბუნება და ვიზრუნო მასზე ისე, როგორც შვილი ზრუნავს მოხუცებულ მშობელზე. ყველაფერი ინფორმაციიდან იწყება, გაცნობიერებით გრძელდება და მოქმედებით გვირგვინდება. ვიმედოვნებ, მეტ-ნაკლებად მოტივაციური იყო ჩემი სიტყვა. სურვილს და ენთუზიაზმს ხომ სწორედ მოტივაცია ბადებს. სწორედ ამიტომ გიტოვებთ: საინტერესო ვიდეოს, რომელიც მეტად მოგცემთ საშუალებას გაანალიზოთ ამ პრობლემის არსი, რომელსაც კლიმატის ცვლილება ჰქვია რჩევებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში წყლისა და ენერგიის მენეჯმენტში გამოგადგებათ: Вернуться назад |