ვებინარი თემაზე: „გენდერული თანასწორობა სამუშაო ადგილებზე და ქალთა შრომითი უფლებები საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით"

ნანახია: 742
სრული ინფორმაცია

ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო"  ტრენინგ- ვებინარი გამართა თემაზე: „გენდერული თანასწორობა სამუშაო ადგილებზე და ქალთა შრომითი უფლებები საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით"
 
26 თებერვალს Zoom პლატფორმის საშუალებით, ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" ონლაინ ტრენინგ-ვებინარი გამართა თემაზე: ,,გენდერული თანასწორობა სამუშაო ადგილებზე და ქალთა შრომითი უფლებები საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით""

ვებინარის მონაწილეებმა საჯარო და კერძო სტრუქტურების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომაგენლებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთი საკითხებზე, როგორიცაა: შრომითი ურთიერთობების არსი, შრომის უფლების დაცვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა და მექანიზმები, სახელშეკრულებო ურთიერთობები, სამუშაოზე მიღება, კონტრაქტის არსებითი პირობები, სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური შრომა, შვებულება. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული საკითხები შრომით ურთიერთობებში.

ტრენინგზე მიღებული ცოდნა და ინფომაცია მონაწილეებს დაეხმაება კიდევ უფრო ინფორმირებულები გახდნენ და საჭირო ცოდნა გამოიყენონ, როგორც სამუშაო პრაქტიკაში, ისე საკუთარ თემში. 

ტრენონგ-ვებინარი გაიმართა ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციის ,,ქალი და სამყარო" პროექტის: “ქალთა კოალიცია და ქალთა რადიო WW შრომით ურთიერთობებში გენდერული დისკრიმინაციის პრევენციისთვის“ ფარგლებში, რომელიც ქალთა ფონდი საქართველოში და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის მიზანია ქალთა ჩართულობით და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით შრომით ურთიერთობებში გენდერული დისკრიმინაციის და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში.

ვებინარი თემაზე: „გენდერული თანასწორობა სამუშაო ადგილებზე და ქალთა შრომითი უფლებები საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით"








    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."