RadioWW / » ქალი და სამყარო » გიამბობთ სოფელ ფარიზის კლიმატის ელჩზე- მაია გაბიძაშვილზე
სრული ინფორმაცია
სოფელი ფარიზი ბოლნისის მუნიციპალიტეტის კარიბჭეა, მრავალეთნიკურად მდიდარმა სოფელმა, გარემოსადმი ზრუნვა და მწვანე იდეების განხორციელება, სოფელში საჯარო სკოლიდან დაიწყო.
გარემოსდაცვითი დღესასწაულების აღნიშვნა პირველად სკოლის დირექტორის მაია გაბიზაშვილისა და პედაგოგების იდეა იყო. მოგვიანებით მასში თითქმის ყველა მოსწავლე და სოფლის მკვიდრი ჩაერთო.
დღეს სოფლის ტრადიციულ დღესასწაულებთან ერთად, გარემოსდაცვით აქტივობებსაც აღნიშნავენ.
,,სამყარო იცვლება და ჩვენ ამ ცვლილებების პროცესში უნდა ვიყოთ მობილიზებულნი, გვქონდეს ცოდნა, როგორ ვებრძოლოთ კლიმატის ცვლილებას და როგორ გავხადოთ გარემო ენერგო ეფექტური"- ამბობს სოფელ ფარიზის კლიმატის ელჩი მაია გაბიძაშვილი