სრული ინფორმაცია
,,ევროპის არჩევა ნიშნავს ისეთი მომავლის არჩევას, რომელიც აგებულია ადამიანის უფლებების პატივისცემაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე და აკადემიურ თავისუფლებაზე”.
ჩვენ ვირჩევთ ევროპას და ყველაფერს, რასაც ის წარმოადგენს - თავისუფლებას, დემოკრატიასა და კეთილდღეობას ყველასათვის. “- ამბობენ ჩვენი ფილმების რესპონდენტები და დღეს ჩვენც მათთან ერთად, ვირჩევთ სიტყვის თავისუფლებასა და მედია პლურალიზმს, ვირჩევთ კონსტიტუციით გარანტირებულ ღირსეულ გარემოში ცხოვრების უფლებას
რადიო WW-ის ობიექტივში სრულდება კამპანია ,,ეს ქვეყანა შენია”- ს ფარგლებში მომზადებული შვიდ წუთიანი ფილმების სერია.
ბოლო მერვე ფილმში წარმოგიდგენთ შვიდ წარმატებულ ქალს, შვიდი განსხვავრბული პროფესიიდან, შვიდ აზრს ევროკავშირის იმ სიკეთეებზე, რომელიც ნაწილია 12 პუნქტიანი გეგმისაც.
რას ნიშნავს მათთვის ერვოკავშირი, რატომ ევროკავშირი? რა უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ ვიყოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები და რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენი გზა გადის ევროკავშირზე.
გვისმინეთ , გბიყურეთ და გახსოვდეთ საქართველო მნიშვნელოვანი მოვლენების წინ დგას ამიტომ ,, ჩვენ ვირჩევთ ევროპას”
„ეს ფილმი შექმნილია კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “რადიო WW” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.“