Главная > ქალები ცვლილებებისთვის > გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის" ცირა მღვდელაძესთან ერთად

გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის" ცირა მღვდელაძესთან ერთად


31-08-2021, 19:39. Разместил: qristine

გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის”  აგრძელებს გადაცემათა ციკლს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცნობიერების ამაღლება და ღირსეული ცხოვრების ხელშეწყობა.

გადაცემის თემაა სპეციალური საჭიროების მქონე ქალებისა და გოგონების ბრძოლა გადარჩენისთვის. ბრძოლა იმისთვის, თუ როგორ დაიმკვიდრონ საკუთარი თავი საზოგადოებაში.

სპეციალური სჭიროების მქონე ქალებს და გოგოებს ხშირად უარის თქმა უწევთ საშუალო, უმაღლეს და პროფესიულ განათლებაზე, ჯამრთელობისა თუ სოციალურ სერვისებზე არასაკმარისი წვდომის გამო. სწორედ ამიტომ, მათ გაცილებით მეტად ემუქრებათ საფრთხე იმისა, რომ აღმოჩნდნენ სოციალურად მოწყვლად ფენაში.

შშმ ქალებს და გოგონებს, ასევე მათზე მზრუნველ მშობლებს, აქვთ უფლება იყვნენ თანასწორნი საზოგადოების დანარჩენ წევრებთან მიმართებაში, იყვნენ დაცულნი დისკრიმინაციისა და ძალადობისგან, შეძლონ თვითრეალიზაცია.


გადაცემის სტუმარია- ფსიქოლოგი, სოციალური პროგრამების ხელმძღვანელი  ქეთი ქიმოსტელი.





  


  

მასალა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ქალები ქალთა რადიო WW-სთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა შრომითი უფლებებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 


Вернуться назад