Главная > ქალები ცვლილებებისთვის > გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის" მაია გავაშელთან ერთად

გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის" მაია გავაშელთან ერთად


21-08-2021, 17:33. Разместил: mariami

გადაცემა ქალები ცვლილებებისთვის“ თემით: სპეციალური საჭიროების მქონე ქალებისა და გოგონების სოციალური მდგომარეობა და მათი ყოველდღიური რეალობა.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-6 მუხლი აღიარებს შშმ ქალებისა და გოგონების საჭიროებებს და მაღალი სტანდარტით იცავს მათ უფლებებს. ეს მუხლი დოკუმენტში დიდი ძალისხმევის შედეგად აისახა.


 მე-6 მუხლი განამტკიცებს კონვენციის მიდგომას დისკრიმინაციის აკრძალვის მხრივ ქალებსა და გოგონებთან მიმართებით. იგი კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოებისაგან მოითხოვს, რომ დისკრიმინაციული ქმედებებისაგან თავშეკავების გარდა, მიიღონ ზომები შშმ ქალებისა და გოგონების განვითარების, წინსვლისა და სოციალური გაძლიერებისათვის; ასევე, ხელი შეუწყონ მათი, როგორც აშკარა უფლებების მქონე სუბიექტების გაძლიერებას, რათა ამ ადამიანების ხმა ისმოდეს მათ სოციუმში, ამაღლდეს მათი თვითშეფასება, გაეზარდოთ უფლებამოსილება და შეძლონ გადაწყვეტილებათა მიღება ყველა სფეროში, რომლებსაც გავლენა აქვს მათ ცხოვრებაზე.

გადაცემის სტუმარია ინგა ფოცხვერაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანსწორობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.



  


  

მასალა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ქალები ქალთა რადიო WW-სთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა შრომითი უფლებებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 


Вернуться назад