Главная > ქალები ცვლილებებისთვის > გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის" მაია გავაშელთან ერთად
გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის" მაია გავაშელთან ერთად26-06-2021, 15:23. Разместил: qristine |
გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის" თემით: სპეციალური საჭიროების მქონე პირების ფორმალური და არა ფორმალური განათლება. რადიო WW შშმ პირების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილი გადაცემების ცილკით, შეძლებისდაგვარად ვქვმნით შსესაძლებლობას იმისათვის, რომ ის სოციალური თუ ეკონომიკური რესურსი, რაც ამ ადამიანებისთვის არსებობს, იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. განათლების მიღება მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის სხვა უფლებების რეალიზებასთან და ხშირ შემთხვევში წარმოადგენს პირდაპირ წინაპირობას მათი განხორციელებისთვის, ამიტომ მათთვის აუცილებელია სთანადო პირობები განათლებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებებით ეფექტურად სარგებლობისთვის. გადაცემაში ვსაუბრობთ სპეციალური საჭიროების მქონე პირთა და მათი მშობლების, განსაკუთრებით დედების წუხილებზე მათი შვილების დასაქმებასთან დაკავშირებით. გადაცემის სტუმრები არიან: თამარ გვიდიანი, საგანმანათლებლო - სარეაბილიტაციო ცენტრი ,,განთიადის'' დირექტორი; ხატია ოქროპირიძე, სულხან - საბა ორბელიანის სახელობის #1 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი; მზია ხაჭიპერაძე, შშმ პირის მშობელი.
მასალა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ქალები ქალთა რადიო WW-სთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა შრომითი უფლებებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
Вернуться назад |