Главная > ქალები ცვლილებებისთვის > გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის'' მარიკო წიქორიძესთან ერთად

გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის'' მარიკო წიქორიძესთან ერთად


18-04-2024, 22:55. Разместил: XSETUS

დღევანდელი ეთერი იმ გადაცემათა ციკლის ნაწილია, რომელიც ,,ქალთა გლობალური ფონდის” მხარდაჭერით ხორციელდება პროექტის: „ქალები გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში და მას ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარო“ ახორციელებს, ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან და რადიო ვივისთან თანამშრომლობით.


სამი დღის მანძილზე კანონპროექტის წინააღმდეგ მოწყობილი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტთან ,,კი ევროპას, არა- რუსულ კანონს“ სახელწოდებით არის იმის დასტური, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ახალგაზრდები, კულტურის და სპორტის წარმომადგენლები სამოქალქო სექტორი და უბრალოდ ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი აქტიური ადამიანები ეწინააღმდეგებიან რუსული კანონის მიღების.


ბევრი განმარტება გაკეთდა რატომაა მთავრობის მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი მოკლებულია არსებობის საჭიროებას და ბევრი განმარტება მოვისმინეთ, იმაზე რატომაა ის ,,რუსული“, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან მოვისმინეთ ისიც, რომ ამ კანონპროექტს ევროპულ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს .


ჩვენი გადაცემის სტუმრები იქნებიან საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე გულიკო შოშიტაშვილი, უფლებადამცველი სამირა ბაიარამოვა, აქტიური მოქალაქე გიორგი თვალიაშვილი, რადიო მარნეულის ჟურნალისტი ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ტოკ ტვის ნინოწმინდის ბიუროს ხელმძღვანელი ჟურნალისტი ინგა ერიციანი



Вернуться назад