Главная > ქალები ცვლილებებისთვის > გადაცემა ქალები ცვლილებებისთვის ,,ცირა მღვდელაძესთან’’ ერთად

გადაცემა ქალები ცვლილებებისთვის ,,ცირა მღვდელაძესთან’’ ერთად


18-12-2023, 21:02. Разместил: XSETUS

გრძელდება გადაცემემათა ციკლი ,,ქალთა გლობალური ფონდის” მხარდაჭერით პროექტის: „ქალები გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარო“ ახორციელებს ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან და რადიო ვივისთან თანამშრომლობით.


გადაცემის თემაა:16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.


რადიო ww-ი უერთდება 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოს 187 ქვეყანაში 1991 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად.


ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა გლობალური პრობლემა და, სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა მსოფლიოში. მსოფლიოში ყოველ მესამე ქალს ერთხელ მაინც განუცდია სხვადასხვა ფორმის ძალადობა.


გადაცემის სტუმრები იქნებიან: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი ნათია ქოქიაშვილი, ,,ქალების ხმა-დემოკრატია და უსაფრთხოება’’ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მარი გვიდიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი საცკოვი



Вернуться назад