Главная > ქალები ცვლილებებისთვის > გადაცემა „ქალები ცვლილებებისთვის“ ცირა მღვდელაძესთან ერთად.

გადაცემა „ქალები ცვლილებებისთვის“ ცირა მღვდელაძესთან ერთად.


8-05-2023, 10:55. Разместил: qristine

გადაცემის თემაა: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება.


ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გულისხმობს ქალების მიერ საკუთარი უფლებების იმგვარად რეალიზებას, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, მართონ და მიიღონ სარგებელი რესურსებიდან, აქტივებიდან, შემოსავლებიდან და თავიანთი დროის განკარგვიდან, იყვნენ კონკურენტუნარიანები ბაზარზე, დამოუკიდებლად მიიღონ ეკონომიკური გადაწყვეტილებები, დაგეგმონ საკუთარი ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის, მართონ რისკები და აქტიურად იყვნენ ჩართული ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში.


რა როლი აქვს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაში სახელმწიფოს და სამოქალაქო სექტორს. ჩვენი დღევანდელი გადაცემა სწორედ ამ თემას დაეთობა.


დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი ლელა კვირიკაშვილი,საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაციის გამგეობის თავჯდომარე გულიკო შოშიტაიშვილი და „მარნეულის დემოკრატ ქალთა კავშირი საზოგადოების წარმომადგენელი უფლება დამცველი.“ ნონა სამხარაძე.



Вернуться назад