Главная > ქალები ცვლილებებისთვის > გადაცემა „ქალები ცვლილებებისთვის“ მაია გავაშელთან ერთად

გადაცემა „ქალები ცვლილებებისთვის“ მაია გავაშელთან ერთად


1-05-2023, 16:20. Разместил: qristine

გადაცემის თემაა: ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევა „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ".


ბავშვთა ქორწინება, გოგონების მოტაცების ტრადიცია, ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობა, დამოკიდებულება ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისადმი - ამ და სხვა საკვლევი საკითხების შესახებ გამოქვეყნდა "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" მიერ, საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში ჩატარებული ორი კვლევა,


"გენდერული სტერეოტიპები და მავნე წეს-ჩვეულებები" და "სავალდებულო გენდერული კვოტების მექანიზმის გავლენა ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკაზე".


კვლევის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპების, გენდერული ნორმებისა და გენდერულად დისკრიმინაციული, მავნე წეს-ჩვეულებების, ასევე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლა 5 სამიზნე მუნიციპალიტეტში: ხაშურში, ბოლნისში, ქედაში,ზუგდიდსა და ხარაგაულში.


კვლევის მონაცემები 2022 წლის ივლისსა და აგვისტოში შეიკრიბა და წარიმართა, როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი მეთოდებით. ჩატარდა გამოკითხვა და გამოქვეყნდა კვლევები.


გადაცემის სტუმრები არიან: ლელა ხომერიკი- ქალთა საინფორმაციო ცენტრის ექსპერტი გენდერის საკითხებში, კვლევის ავტორი და თეონა ჩიქოვანი პროექტის მენეჯერი, რომლებიც უფრო დაწვრილებით ისაუბრებენ კვლევის შედეგების შესახებ.




Вернуться назад