Главная > ქალები ცვლილებებისთვის > გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის'' ცირა მღვდელაძესთან ერთად

გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის'' ცირა მღვდელაძესთან ერთად


20-02-2023, 13:00. Разместил: qristine

გრძელდება გადაცემემათა ციკლი ,,ქალთა გლობალური ფონდის” მხარდაჭერით პროექტის: „ქალები გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარო“ ახორციელებს ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან და რადიო ვივისთან თანამშრომლობით.


გადაცემის თემაა : გოგონების პრობლემები სკოლებში და მის მიღმა.


საქართველოში საკმაოდ ხშირია არასურწლოვანთა ქორწინების შემთხვევები, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ ოჯახური პრობლემაა.


ნაადრევი ქორწინების პრობლემა წარმოშობს უამრავ სხვა პრობლემებს, მოზარდები ვერ ასრულებენ სკოლებში საბაზო საფეხურს, ვერ იღებენ ატესტატს, ვერ აბარებენ უნივერსიტეტებში. ეს ყველაფერი კი მათ მომავალზე მძიმედ აისახება.


გადაცემის სტუმრები იქნებიან: სამოქალაქო განათლების მოქალაქეობის პედაგოგები თემურ სუყაშვილი და ირინა მიქავა.



Вернуться назад