სრული ინფორმაცია
დღევანდელ გადაცემაში შევაჯამებთ პროექტს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად მომზადდა გადაცემები და პოდკასტები, შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენი წვლილი შეგვეტანა განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ქალთა შრომითი უფლებების დაცვის და ამ მხრივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საქმეში.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის უფლება, მხარდაჭერის სერვისები, მონაცემთა შეგროვება, შშმ ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის სტანდარტები.. ეს ის უმნიშვნელოვანესი საკითხებია, რომელიც რადიო ვივის ეთერში შუქდება.
გადაცემის სტუმრები არიან: ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყაროს“ პრეზიდენტი მარინე ბჟალავა, საინიციატივო ჯგუფების: ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ქალები საქართველოში და ქვემო ქართლის ახალგაზრდა სომეხ ქალთა კავშირის წარმომადგენლები ლეილა აბდულაევა და მარტინა ანანიანი.
მასალა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ქალები ქალთა რადიო WW-სთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა შრომითი უფლებებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.