გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის"

ნანახია: 589
სრული ინფორმაცია

 გადაცემის თემაა შშმ პირი ქალები და კარს მომდგარი თვითმმართველობის არჩევნები.


გადაცემის სტუმარია მადონა ხარებავა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია ,, დეა“-ს აღმასრულებელი დირექტორი.


საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.


მოგეხსენებათ, რომ არჩევნები ყველა ქვეყნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და ის სახელმწიფოს მართვის პროცესში ხალხის ნების გამოხატულებაა.


შშმ პირები, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი პოლიტიკაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თუმცა შშმ ქალები ამ მხრივაც აწყდებიან ბარიერებს.


განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შშმ ქალებისთვის სრულყოფილად ჩაერთონ საპარლამენტო თუ ადგილობრივი ორგანოების არჩევნებში და აირჩიონ საზოგადოების ისეთი წარმომადგენლები, ვინც კარგად იცის მათი პრობლემები და მათ საჭიროებებზეც სრული ინფორმაცია აქვთ, შეუძლიათ ამ პრობლემების მეტ-ნაკლებად სწრაფად და ეფექტიანად მოგვარება.



  


  

მასალა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ქალები ქალთა რადიო WW-სთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა შრომითი უფლებებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."