გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის'' ცირა მღვდელაძესთან ერთად

ნანახია: 531
სრული ინფორმაცია

გადაცემის თემაა: ქალთა გაძლიერებისკენ მიმართული სოციალური სერვისები ქვემო ქართლში.


სოციალურ პოგრამებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ჩვენს რეალობაში და მისი განვითარების პერსპექტივებზე არსებითადაა დამოკიდებული ქვეყნის სოციალური პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება.


სოციალური პროგრამების მუშაობა გულისხმობს სოციალური რისკის მქონე პირების, ოჯახებისა და სხვადასხვა თემს მიკუთვნებული ადამიანების სოციალური ფუნქციონირების ხელშეწყობას.


ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN-ის მიერ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში პროექტი სახელწოდებით „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ ხორციელდება.


გადაცემის სტუმრები იქნებიან: პროექტის “სოციალური მომსახურება ადამიანის უფლებებისთვის” კოორდინატორი ქეთი კალანდაძე , დმანისის მუნიციპალუტეტის მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი მეგი ედიბერიძე, სოციალური მომსახურების პროგრამის ხელმძღვანელი ზურაბ ტატანაშვილი და – CENN-ის პროექტის კოორდინატორი ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში მარიკო წიქორიძე.



მასალა მომზადებულია ქალთა გლობალური ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქალები გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ქალთა გლობალური ფონდის შეხედულებებს.

 

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."