გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის'' მაია გავაშელთან ერთად.

ნანახია: 691
სრული ინფორმაცია

"ქალები ცვლილებებისთვის" დღეს კიდევ ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან გადაცემათა ციკლს დაასრულებს. პროექტს-" ქვემო ქართლის ქალთა მოძრაობა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის'' ,რომელსაც ფონდი ტასოს ფინანსური მხარდაჭერით ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო'' ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან და რადიოww ისთან თანამშრომლიბით ახორციელებდა .


პროექტი 7-თვის განმალობაში მიმდინარეობდა და ამ ხნის მანძილზე რადიო გადაცემები ევროკავსირში გაწევრიანების 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას და შესაბამისი რეფორმების გატარების მნიშვნელობაზე საუბარს ეთმობოდა.


ცალკეული გადაცემები ეთმობოდა ცალკეული პუნქტების განხილვას .გვყავდა ამ მიმართულებით კომპენტენტური სტუმრები,ექსპერტები და საზოგადოების წარმომადგენლები


დღევანდელი გადაცემა კი იქნება პროექტის დასკვნითი ნაწილი, მისი შეჯამება.


გადაცემის სტუმრები არიან: ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციის" ქალი და სამყაროს" პრეზიდენტი მარინა ბჟალავა ჟურნალისტი, ტრენერი ეკატერინე ერაძე და ქვემო ქართლის ახალგაზრდა სომეხ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი მარტინა ანანიანი.



მასალა მომზადებულია „ფონდი ტასოს“ მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქვემო ქართლის ქალთა მოძრაობა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს „ფონდი ტასოს“ შეხედულებებს

 

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."