გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის’’ მაია გავაშელთან ერთად.

ნანახია: 735
სრული ინფორმაცია

ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ,,ქვემო ქართლის ქალთა მოძრაობა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის.’’ რომელსაც ფონდი ტასოს ფინანსური მხარდაჭერით ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარო“ ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან და რადიო ვივისთან თანამშრომლობით ახორციელებს.


საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე გააკეთა სტრატეგიული არჩევანი-ევროკავშირთან გაერთიანება. ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ- ერთი მთავარი პრიორიტეტი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის განვითარების უპირობო მიმართულებად დაისახა.


საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობა 1992 წელს დაიწყო, როდესაც ევროგაერთიანებამ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.


რას წარმოადგენს ევროკავშირი, როგორ ვითარდება ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან და რა კეთდება ან გაკეთდა იმისთვის, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში.


ჩვენს გადაცემაში სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრებენ ჩვენი გადაცემის სტუმრები ,,რონდელის’’ ფონდის უფროსი მკვლევარები: ალექსი პეტრიაშვილი და კახა გოგოლაშვილი



მასალა მომზადებულია „ფონდი ტასოს“ მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქვემო ქართლის ქალთა მოძრაობა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს „ფონდი ტასოს“ შეხედულებებს

 

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."