სრული ინფორმაცია
გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთბვის” იწყებს კიდევ ერთ ახალ გადაცემათა ციკლს სახელწოდებით ,,ქვემო ქართლის ქალთა მოძრაობა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის.’’ რომელსაც ფონდი ტასოს ფინანსური მხარდაჭერით ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარო“ ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან და რადიო ვივისთან თანამშრომლობით განახორციელებს.
პროექტის მიზანია ქვემო ქართლიში ქალთა გააქტიურება და ჩართულობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზების ხელშესაწყობად.
ევროკომისიის რეკომენდაციით საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების შემდეგ მიენიჭება.
რადიო გადაცემები ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების და შესაბამისი რეფორმების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის საკითხებს დაეთმობა.
მასალა მომზადებულია „ფონდი ტასოს“ მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქვემო ქართლის ქალთა მოძრაობა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს „ფონდი ტასოს“ შეხედულებებს