Главная > ძლიერი სექტორი > გადაცემა ,,ძლიერი სექტორის 15-წუთი'' ცირა მღვდელაძესთან ერთად.

გადაცემა ,,ძლიერი სექტორის 15-წუთი'' ცირა მღვდელაძესთან ერთად.


7-12-2023, 19:44. Разместил: XSETUS

გადაცემის თემაა: სამოქალაქო საზოგადოება და მათ საქმიანობა.


საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ საზოგადოების განვითარებაში, განსაკუთრებით ჩვენი ტიპის ქვეყნებში, რადგან ორგანიზაციები ორიენტირებულნი არიან კონკრეტულ საკითხებზე, ეს შეიძლება იყოს სოციალური, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის საკითხები, ისინი კონცენტრირებულად ცდილობენ მათ დამუშავებას, შესაბამის სფეროებში პოლიტიკის ნარკვევების შემუშავებას და ასევე ადვოკატირებას.


სამოქალაქო საზოგადოებისთვის საზოგადოებრივი ორგანიზაციები გარკვეულ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რათა თავისი პოზიცია, შეხედულება წარმოაჩინოს და დაიცვან. სწორედ დღეს ვისაუბრებთ კიდევ რა როლს ასრულებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საქმეში.


ჩვენი გადაცემის სტუმარია :კახეთის რეგიონილი განვითარების ფონდის პროექტის მენეჯერი ელა შაშიაშვილი.



Вернуться назад