ვსაუბრობთ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ქალთა საინიციატივო ჯგუფების გააქტიურების შესახებ.
„ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარო“ კი განაგრძობს შეხვედრებს სოფლად მცხოვრებ აქტიურ ქალებთან . ორგანიზაციამ CENN- თან თანამშრომლობით პროექტის ,,კლიმატის მიმართ მდგარადი სოფლის მეურნეობა -PRAISE MARNEULI"-ის მიერ ორგანიზებულ ,,მინდვრის დღეს” მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში დაესწრო და გასვლითი ტრენინგი პრაქტიკული ნაწილით , სასათბურე მეურნეობაში ჩაატარა.
პროცესში არამხოლოდ მეწარმე ქალები იყვნენ ჩართული, არამედ საინიციატივო ჯგუფებიც: „ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ქალები საქართველოში“ და „ქვემო ქართლის ახალგაზრდა სომეხ ქალთა კავშირის“ წარმომადგენელები. სოფელ მარადისში მცხოვრებმა წარმატებულმა და აქტიურმა ქალებმა თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს ბოლნისელ ქალებს და მიღწეული შედეგები გააცნეს . დღევანდელ გადაცემაში სწორედ ამ გამოვდილების გახიარებებსა და მიღწევებზე
გადაცემის სტუმრები არიან : ლამარა ბოლქვაძე საინიციატივო ჯგუფი „ქვემო ქართლის ახალგაზრდა სომეხ ქალთა კავშირი „ -ის წარმომადგენელი მარტინა ანანიანი და „ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ქალები საქართველოში“ წარმომადგენელი ულქარ გუსეინოვა.
Вернуться назад
|