Главная > ძლიერი სექტორი > გადაცემა „ძლიერი სექტორი“ ცირა მღვდელაძესთან ერთად

გადაცემა „ძლიერი სექტორი“ ცირა მღვდელაძესთან ერთად


27-05-2022, 09:39. Разместил: maia

ვაგრძელებთ გადაცემებს „ახალგაზრდა ქალთა საინიციატივო ჯგუფების გააქტიურება და ქალთა მოძრაობის გაძლიერების“ მიმართულებით.


სამოქალქაო საზოგადოებაზე საუბრისას უპირველესად არასამთავრობო ორგანიზაციები გვახსენდება, თუმცა ეს ცნება გაცილებით ვრცელია და მასში მოაიაზრება ასოციაციებისა და ჯგუფების ფართო არეალი, რომელსაც აყალიბებენ კერძო მოქალქეები და რომელიც მთავრობისაგან დამოუკიდებელია , სამოქალაქო საზოგადოება მოიცავს ბიზნესებს, კლუბებს,ოჯახებს და ა,შ..


ახალგაზრდობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის სოციო-ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების საფუძველია. ახალგაზრდები ხშირად არიან ცვლილების, განვითარებისა და ინოვაციების ინიციატორები.


გადაცემის სტუმრები არიან : ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლებისა და ახალგაზრდობიდ საქმეთა განყოფილების უფროსი გიორგი საცკოვი. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე, ახალგაზრდულ საკითხებში სალომე საღინაძე და ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ახალგაზრდული მიმართულების კოორდინატორი ანა უგრეხელიძე.




მასალა მომზადებულია პროექტის „ახალგაზრდა ქალთა საინიციატივო ჯგუფების გააქტიურება და ქალთა მოძრაობის გაძლიერება“ ფარგლებში რომელსაც ფონდი ,,ტასოს» ფინანსური მხარდაჭერით ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო “ ახორციელებს რადიო WW- თან თანამშრომლობით

 


Вернуться назад