სრული ინფორმაცია
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ორგანიზაცია “ორბის ბუდეს”შესახებ.
სოციალური საწარმო „ორბის ბუდე “ შეიქმნა ააიპ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე.
„ორბის ბუდე “-ს საქმიანობა ორიენტირებულია სოფელში ტურიზმის განვითარებაზე, ახალგაზრდებისა და ქალების ადგილზე დასაქმების ხელეწყობაზე, მათი პიროვნული უნარებისა და, ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერებაზე. ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვების მხარდაჭერაზე.
გადაცემის სტუმარი იქნება: უფლებ დამცველი, სოციალური საწარმო „ორბის ბუდე “-ს დამფუძნებელი ლუსინე დოსტიბეგიანი.
მასალა მომზადებულია ქალთა გლობალური ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქალები გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ქალთა გლობალური ფონდის შეხედულებებს.