გადაცემა „ძლიერი სექტორის 15 წუთი“ ცირა მღვდელაძესთან ერთად

ნანახია: 258
სრული ინფორმაცია

საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ საზოგადოების განვითარებაში, განსაკუთრებით ჩვენი ტიპის ქვეყნებში, რადგან ორგანიზაციები ორიენტირებულნი არიან კონკრეტულ საკითხებზე, ეს შეიძლება იყოს სოციალური, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის საკითხები, ისინი კონცენტრირებულად ცდილობენ მათ დამუშავებას, შესაბამის სფეროებში პოლიტიკის ნარკვევების შემუშავებას და ასევე ადვოკატირებას


დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ორგანიზაცია იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობას” შესახებ.


"თანხმობა" არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს საქართველოში 1995 წლის აპრილიდან. ორგანიზაცია შეიქმნა აფხაზეთიდან დევნილი ქალების მიერ, რომლებიც ომის შემდეგ მოხალისეობრივად ეხმარებოდნენ საკუთარ თემს.


გადაცემის სტუმარი იქნებიან: ასოციაცია „თანხმობას“ წევრი ,პროექტის კოორდინატორი მარინა ფოჩხუა და დმანისის მხარდაჭერის სახლის მენეჯერი ეკატერინე ოქრიაშვილი.



მასალა მომზადებულია ქალთა გლობალური ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქალები გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ქალთა გლობალური ფონდის შეხედულებებს.

 

კომენტარის დატოვება

დამცავი კოდი:*
reload, if the code cannot be seen

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."