" />

გადაცემა ,,ძლიერი სექტორი“ მარიკო წიქორიძესთან ერთად

ნანახია: 260
სრული ინფორმაცია

დღეიდან რადიო ვივი იწყებს გადაცემათა სერიას სამოქალაქო ორგანიზაციების, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართულებით და თვეში ორჯერ ვისაუბრებთ ყველა იმ საკითხზე, რაც ამ მხრივ მნიშვნელოვანია.


სამოქალაქო საზოგადოება ფართო აუდიტორიას მოიცავს – მოქალაქეებს, განსაკუთრებით აქტიურ მოქალაქეებს, რომელთაც შეუძლიათ სხვადასხვა მოძრაობაში ჩაერთონ, გამოხატონ საკუთარი შეხედულებები, მოსაზრებები სხვადასხვა თემასა თუ საკითხზე. მათ იციან, რომ მათი ხმა მნიშვნელოვანია მათი თემისთვის, სოციუმისთვის თვითმმართველობის განვითარებისა და საკუთარი ცნობიერების გაფართოვებისთვის.


ისეთ მრავალფეროვან რეგიონში, როგორიც ქვემო ქართლია, სამოქალაქო ორგანგანიზაციების რაოდენობაც მრავალფეროვანია, თუმცა მათი უმრავლესობა აქტიური საქმიანობისგან შორს დგას, ხოლო ვინც აქტიურობს და ცდლიობს შექმნას ძლიერი და დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი პერიოდულად გამოწვევის წინაშე უწევთ დგომა-განვითარების კვალდაკვალ იცვლებია თაობები და პრიორიტეტულ საკითხად გაძლიერებაზე ფიქრი იწყება.


არსამთავრობო ორგანიზაციები, საინიციატივო ჯგუფები, ქალთა საბჭოები, სამოქალაქო აქტივისტები და მრავალსექტორული ჯგუფები, ყველა ერთად ქმნის სამოქალაქო ორგანიზაციების პლატფორმას, რომელიც ხდება კიდეც ქვეყანაში მესამე სექტორი. დღვანდელ გადაცემაში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ და ერთდრულად შევეხებით ქალთა საინიციატივო ჯგუფების გაძლიერების ხელშეწყობას, მათ გააქტიურებას გენდერული თანასწორობის, სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით. შევეხებით მათ წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს.


ასევე ვისაუბრებთ პროექტზე, რომელსაც ფონდი ,,ტასოს“ მხარდაჭერით ორგანიზაცია ,,ქალი და სამყარო“ ახორციელებს ბოლნისის მუნიციპალიტეტში. შევეხებით პროექტის „ახალგაზრდა ქალთა საინიციატივო ჯგუფების გააქტიურება და ქალთა მოძრაობის გაძლიერება“ მთავარ მიზნებს.


ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს“ პრეზიდენტი ქალბატონი მარინა ბჟალავა, პროექტის ტრენერი ჟურნალისტი ეკატერინე ერაძე და „ქვემო ქართლის ახალგაზრდა სომეხ ქალთა კავშირი“, წარმომადგენელი ქალბატონი მარტინა ანანიანი.




 


მასალა მომზადებულია ფონდი „ტასოს“ მხარდაჭერილი პროექტის „ახალგაზრდა ქალთა საინიციატივო ჯგუფების გააქტიურება და ქალთა მოძრაობის გაძლიერება“ ფარგლებში, მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო“

 

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."