Главная > კვირის თემა > 🎧გადაცემა ,, კვირის თემა” მაია გავაშელთან ერთად.

🎧გადაცემა ,, კვირის თემა” მაია გავაშელთან ერთად.


9-06-2021, 16:08. Разместил: qristine

გადაცემათა ციკლი : ,, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა შრომით უფლებებზე". გადაცემის ,,ქალები ცვლილებებისთვის" თემაა: ,,სპეციალური საჭიროების მქონე ქალები და მათი დასაქმება".


გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UNCRPD) მუხლი 27-ის მიხედვით:  „მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას შრომაზე, სხვებთან თანასწორობის საფუძველზე; აღნიშნული მოიცავს საკუთარი შრომით ცხოვრების უზრუნველყოფის შესაძლებლობის მოპოვების უფლებას“.


გადაცემაში ვსაუბრობთ შშმ პირებისთვის არსებულ სერვისებზე, როგორც მუნიციპალურ ისე ცენტრალურ დონეზე. ასევე, საზოგადოების დამოკიდებულებაზე შშმ პირთა მიმართ. სოციალური სამსახურების, სოციალური მუშაკების ჩართულობაზე შშმ პირთა შრომით საკითხებთან დაკავშირებით.


გადაცემის სტუმრები არიან:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მაია სტეფანია და სოციალური მუშაკი თამარ ბობოხიძე.



  


  

მასალა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ქალები ქალთა რადიო WW-სთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა შრომითი უფლებებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 


Вернуться назад