Главная > კვირის თემა > გადავემა ,,კვირის თემა" -5 ივლისის მოვლენების შედეგები და შეფასებები

გადავემა ,,კვირის თემა" -5 ივლისის მოვლენების შედეგები და შეფასებები


17-07-2021, 15:59. Разместил: mariko

ვისაუბრებთ იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც 5-6 ივლისს თბილისში ლგბტქ პირების მიერ დაანონსებულ აქციაზე მოხდა, აქციაზე, რომელიც პრაკტიკულად ძალადობის პოლიგონად ისე იქცა , რომ არც გამართულა.

დედაქალაქში განვითარებული მოვლენების შედეგად 53 ჟურნალისტი დაზარალდა მათ შორის ერთი ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა მიყენებული დაზიანებებიდან 3 დღეში გარდაიცვალა რადიო WW ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს არა მხოლოდ გარდაცვლილის ოჯახს, არამედ მთელს მედია სივრცეს.

,,უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, დასავლეთი საქართველოსგან ქმედით ნაბიჯებს ელოდება, ლიდერებმა უნდა დაგმონ ძალადობა ლგბტქ პირების წინააღმდეგ. რეაგირება კი ამ კუთხით არ იყო საკმარისი“ - ასეთია ევროპარლამენტარების ნაწილის შეფასება.

ევროპარლამენტის დეპუტატის სვენ მიქსერის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დაგმო ძალადობა, თუმცა მან არ დაგმო ძალადობა ლგბტქ პირების წინააღმდეგ.

მიქსერის განცხადებით, ევროპული თვალსაზრისით უმცირესობის დაცვა არის მთავრობის უპირობო ვალდებულება.

ამერიკის შეერთებული შტატები კი კიდევ ერთხელ ახსენებს საქართველოს ლიდერებს და სამართალდამცავ ორგანოებს პასუხისმგებლობას, დაიცვან ყველას კონსტიტუციური უფლება. სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ აქტორს, საჯაროდ დაგმონ ძალადობა.

განცხადებაში, რომელიც ვაშინგტონში გაკეთდა, აქცენტი კეთდება იმაზე, რომ დემოკრატიის სანდოობისთვის მნიშვნელოვანია, როგორც თავდამსხმელების, ასევე იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც ძალადობა წაახალისა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება შეფასებების თემა იყო საქართველოშიც.

გადაცემის სტუმრები არიან:   ჟურნალისტი, რადიო ,,მარნეულის" ხელმძღვანელი კამილა მამედოვა ,
უფლებადამცველი ნონა სამხარაძე , ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" პრეზიდენტი მარინა ბჟალავა და პარტია ,,ლელოს" წარმომადგენელი დავით ასპანიძე.

|]


Вернуться назад